,,ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ყველაზე კატასტროფული რამ იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში”

ზიზღმა და სიძულვილმა გაყო საქართველო…

აზროვნების და ცოდნის უდიდესი დეფიციტია, მენტალური დისფუნქცია, ფობიებით დასნებოვნება…

განსხვავებული აზრის ვერ ატანა და უსაგნო ბრძოლა…

რატომ ჰგონია ზოგს, რომ მე რას დავწერ (ან შენ რას დაწერ) აუცილებლად უნდა მისი მოსაწონი იყოს?!

დავწერ რაიმე კრიტიკულს, იწყება ზოგიერთის პანიკა და ნერვიულობა, “ჭკუის სწავლება”, ნეტავ მართლა შეეძლოოთ მაინც..

უნდა მიეჩვიოთ განსხვავებული აზრის ატანას, მით უფრო როდესაც მას ჩემს კედელზე ვწერ. ვისაც არ მოგწონთ ჩემი მოსაზრებები, მიბრძანდით ჩემი კედლიდან (სამეგობროდანაც) არავს გეპატიჟებით, არც პოლემიკა მსურს. ფეისბუქის პირადი კედელი არის მესაკუთრის თავისუფლების ნაწილი.

მიმდინარე ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ამბებზე მე მაინც ვფქრობ, ფიგურალურად რომ ვთქვა, “კარტოფილს და 20 ლარს დიდი ძალა ჰქონია”, ხოლო ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ყველაზე კატასტროფული რამ იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში. დრო გამოაჩენს! ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მხოლოდ გამეხარდება. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და მებრალება, თუმცა კი ღირს ამ სიყვარულად?!

თითქმის ყველა მამულიშვილს სიცოცხლე გაუმწარეს ქართველებმა და ზოგს ტყვიაც დაახალეს, სამაგიეროდ ბევრ კერპს ეთაყვანენ და ბევრ მედროვეს გუნდრუკი უკმიეს. მე კი არც გუნდრუკი მინდა, არც ქება-დიდება, მე ჩემი ქვეყნის წინსვლა და გამარჯვება მინდა.

“ოც ლარზე” გაყიდულ-დაშინებული ქართველი კი ღმერთმა შეიწყლოს და უშველოს!-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი : ივანიშვილის ალტენატიული ლიდერი აღარაა სააკაშვილი
შემდეგი სტატიასაზღვარგარეთ გახსნილი 54 საარჩევნო უბნის მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ 4 764 ხმა მიიღო, სალომე ზურაბიშვილმა კი, 2 488 ხმა