ზურაბიშვილის მიერ ტრამპის ტვიტის გაზიარება – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს

სალომე ზურაბიშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის ტვიტის გაზიარება და მორიგი საერთაშორისო სკანდალი – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღიარებენ, რომ შეცდომა დაუშვეს.

საქმე ეხება ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტის გაზიარებას, სადაც ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს, “მძინარას” უწოდებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ შიდა მოკვლევა ჩაატარეს და გაირკვა, რომ შეცდომა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა დაუშვა.

ტვიტის გაზიარებას საზოგადოების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ პოსტი წაშალა. ასევე, სკანდალური ტვიტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომას ან კიბერთავდასხმას დააბრალეს.

შესაძლო კიბერთავდასხმის გამო კი შსს-ს საკითხის შესწავლა დაიწყო

banner
წინა სტატიაშიშევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკი სუს-ში – გომელაურის მოადგილედ ფიცხელაური დაინიშნა
შემდეგი სტატია„მიდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესი, ასეთი ტელევიზია კი ხელისუფლებას არ აწყობს” – მედია ექსპერტები “რუსთავი2”-ზე