ზურაბიშილის კამპანიას, რეალრუად, კოკა გუნცაძე და ძმები „გრეჩიხები“ უხელმძღვანელებენ

არჩევნებში „გამარჯვების“ შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „ახალ სახეებს“ ეძებს. არჩევნების შემდეგ, მაშინ, როცა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, იყო მოლოდინი, რომ ის მოხსნიდა თავის კანდიდატურას. კანონით, კანდიდატის მეორე ტურში მოხსნა ეკრძალება სასამართლოს, საარჩევნო კომისიას, მაგრამ არა თავად კანდიდატს. კანდიდატს შეუძლია უარი თქვას მეორე ტურზე, მაგრამ ზურაბიშვილმა არ თქვა. კახა კალაძემ, კი, რომელიც ზურაბიშვილის გვერდით იდგა, პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ თქვა ერთხელ თქმული, სამწუხაროა, მმართველმა პატრიამ თავისი კანდიდატი რომ არ დაასახელა საპრეზიდენტო არჩევნებშიო. სწორედ, ამ პრესკონფერენციის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურზე საარჩევნო კამპანიას, თავად ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებდა.

დღეს, „თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება რომ სინამდვილეში კამპანიას კოკა გუნცაძე და „ძმანნი მისნი“ გაჩეჩილაძეები (ძმები „გრეჩიხა“, „უცნობი“) უხელმძღვანელებენ. სხვათაშორრის, ეს „ბრიგადა“ კალაძის გუნდია.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველმა რაკი არ იცის აქცია სად უნდა გამართოს,მე ვასწავლი – კილაძე
შემდეგი სტატიაელიზაბეთ რუდი – დარწმუნებული ვართ, საქართველოს შეუძლია, საკუთარი სამხედრო ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად გამოყენება და კონტროლი