ზურაბ ზვიადაური დაჭრეს

ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. სადაც ამავე სახლში მყოფ პირსა და ოლიმპიურ ჩემპიონს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც დაჭრით დასრულდა.

კონფლიქტის მიზეზად წარსულში არსებული უთანხმოება და დავა სახელდება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია, ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად მყოფი პირი, მასაც ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენს.

ორივე დაშავებული ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, არცერთს შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციას სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებული ჰყავს.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით, “რესპუბლიკურ პარტიას” საარჩევნო რეგისტრაციაზე უარი ეთქვა
შემდეგი სტატიასავალდებულო სამხედრო სამსახური შესაძლოა, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებსაც გადაუვადდეთ