ბიძინა ივანიშვილი: ქუთაისში, ქალაქგარეთ საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება

ქუთაისში, ქალაქგარეთ საუნივერსიტეტო ქალაქი აშენდება, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბეჭდურ და ონლაინმედია საშუალებებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში უნდა დაინერგოს ტენდენცია, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ქალაქგარეთ იყოს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მან უკვე განაცხადა თანხმობა პროექტის დაფინანსებაზე.

„იქ უნდა გაკეთდეს ისევე როგორც საზღვარგარეთ არის ტენდენცია, რომ ქალაქგარეთ იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი. ჩემი თანხმობა უნდოდათ და მე გუშინ კიდევ ერთხელ დავუდასტურე. იქნება სახელმწიფო სსიპ, ისევე როგორ სამეცნიერო ცენტრი და მიიღებს დაფინანსებას. თუმცა, სახელმწიფო არ იქნება კერძო მესაკუთრე, იქნება მხოლოდ კერძო დამფინანსებელი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაში დიდი როლი მიუძღვის ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე: კოალიციურ მთავრობას ვერ ავცდებით