ზურაბ პატარაძემ თანამშრომლებს აჭარის მთავრობის მინისტრები წარუდგინა

აჭარის მთავრობის მინისტრები თანამშრომლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ წარუდგინა.

“ჩვენ გვაქვს ძალიან ბერვი პროექტები, შესაბამისად ძალიან მაღალია პასუხისმგებლობა და ცოტა დრო არჩევნებამდე, რომ ეს პროექტები განვახორციელოთ,რადგან უფრო განვითარდეს რეგიონი და ცვლილებები აისახოს მოსახლეობაზე. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენს უწყებებში პროფესიონალი კადრები მუშაობენ და თითოეული კადრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღეს წავრდექი მათ წინაშე ახალ გუნდთან ერთდ და დარწმუნებული ვარ, ერთად კარგ შედეგებს დავდებთ”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ძველი მინისტრები მათ მიერ დაწყებული პროგრამის გაგრძელებას გეგმავენ, რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს ლაშა კოახიძეს, ამბობს რომ სამინისტროში არსებულ კადრებს იცნობს.

“არის რიგი საკიხთები, რომელსაც ეფექტური მიდგომები და სრაფად გადაწყვეტა სჭირდება. სამინისტროს თანამშრომლებთან მანამდეც მქონდა პროექტების ფარგლებში მჭიდრო ურთიერთობა და ვფიქრობ, არ გაგვიჭირდება თანამშრომლობა”, – განაცხადა მინისტრმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები აჭარის უმაღლესმა საბჭომ სამი დღის განმავლობაში დააკომპლექტა. მათი უფლებამოსილება კანონმდებლობით არჩევნებამდე გაგრძელდება.
არჩევნების შემდეგ, ახალი უმაღლესი საბჭოს წევრები ახალ თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტს აირჩევს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის შესახებ პარლამენტის მიერ კანონის წარდგენას ელოდება
შემდეგი სტატია19-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი