ზურაბ კიწმარიშვილი: არ ვიზიარებთ პროკურატურის ვეერსიას

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები პორკურატურის დასკვას იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, არ იზიარებენ.

როგორც თაიმერ-ს ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა, აქვთ არგუმენტები, რითაც შესაძლებელია პროკურატურის პოზიციის გაქარწყლება.

„არ ვიზიარებთ პროკურატურის ვეერსიას. გვაქვს არგუმენტები, რომლითაც გავაქარწყლებთ პროკურატურის განცხადებას“, – განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, კიწმარიშვილის ოჯახის წევრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ ბრიფინგს გამართავენ და თავიანთ პოზიციაზე უფრო ვრცლად სწორედ ამ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი საუბრის ჩანაწერი ადასტურებს ფინანსური პრობლემების არსებობას, ჩანაწერში ის აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ვიდეოს ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსული მედია: საქართველოს ნატოში გაწევრიანებას არც თუ ისე ცოტა დრო უნდა