ზურაბ ჯაფარიძის საუბარი, რომ შალვა შავგულიძე ფასადზე გამოდგმული თოჯინაა, სუფთა ქოცური ნარატივია

​ზურაბ ჯაფარიძის საუბარი, რომ შალვა შავგულიძე ფასადზე გამოდგმული თოჯინაა, სუფთა ქოცური ნარატივია, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერის განცხადებას.

„დღეს „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა და აწ უკვე „გირჩის“ ლიდერმა მიმართვა ჩაწერა, რომელსაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ამ პარტიის ადეკვატურ, არაქოც მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა.

მეგობრებო, ბრალდებები იმის შესახებ, რომ შალვა შავგულიძე არის „ფასადზე გამოდგმული თოჯინა“ და „ძალადობრივი სისტემები“ „ევროპული საქართველოს“ აწყობილია და ისევ ძალადობას გავაგრძელებთ არის სუფთა ქოცური ნარატივი და ივანიშვილის მესიჯბოქსი. უბრალოდ, რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ“, – წერს ოთარ კახიძე.

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს დღეს განაცხადა, რომ „შალვა შავგულიძე ახლა არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჯერ გენპროკურორის თანამდებობაზე აპირებდა გაეშვა, ახლა კი აპირებს, რომ პარლამენტში შეუშვას“.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტში ტვირთბრუნვის დაზღვევის საკითხი შესაძლებელია, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის ჩართულობით მოგვარდეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინტენსიურად ეხმარება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომ თავისი ვალდებულებები შეასრულოს – ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე