ზურაბ იდოიძე გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს – პროკურორი

პანკისში გუშინ დაკავებული ზურაბ იდოიძე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ზურაბ გორნაკაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. განცხადება ამის შესახებ პროკურორმა ნანა ხუნჯუამ გააკეთა.
“ზურაბ იდოიძის დაკავება მოხდა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებების ერთობლიობა მათ შორის მოიცავს მიღებულ ჩვენებებსაც. დანარჩენ დეტალებზე, მტკიცებულებების შინაარსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ”, – განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება სხვა პირებს, ვისაც გამოძიებისთვის ჩვენებები აქვთ მიცემული, ნანა ხუნჯუა მათ ვინაობას არ ასახელებს.

“გამოძიება გრძელდება და არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გავასაჯაროოთ იმ პირების ვინაობა, თუ ვინ იძლევა ჩვენებას და ასევე გავასაჯაროოთ მტკიცებულებების შინაარსი”, – განაცხადა პროკურორმა.

ზურაბ იდოიძე გუშინ, ახმეტაში დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

banner
წინა სტატიაშითამარ კეკენაძე : მთავრობა ცდილობს მაჩალიკაშვილის სახელის დისკრედიტაციას ისე, რომ სამართლებრივად ვერ ამტკიცებს მის ტერორიზმში ბრალეულობას
შემდეგი სტატია„აპარატიდან გამორთეს, შვილი მომიკლეს, ქვეყანა დაექცეს გომელაურს, გახარიას”