ზურაბ ჭიაბერაშვილი: რას აკლებთ?

საპრეზიდენტო არჩევნებში მოახლოებული დამარცხების წინ “ქართული ოცნება” უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების 10-ლარიან დანამატს 50 ლარამდე გაზრდის. არადა 2019 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 კვირის წინ განიხილა – მსგავსი არაფერი ეწერა. 1$ ამჟამად 2.75 ლარია – ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართული ოცნების ინიციატივას სოციალური ქსელით ეხმაურება

“ქართულმა ოცნებამ სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე 10-ლარიანი დანამატის გაცემა 2015 წლის ზაფხულიდან დაიწყო იმის მიუხედავად, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში გასცა ამგვარი დანამატის 25 ლარის ოდენობით გაცემის რეკომენდაცია. 1$ მაშინ 1.66 ლარი იყო, ხოლო ფასები ბავშვის საკვებსა და მედიკამენტებზე – გაცილებით დაბალი.
საპრეზიდენტო არჩევნებში მოახლოებული დამარცხების წინ “ქართული ოცნება” უცბად იწყებს ზრუნვას სიღარიბეზე და აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების 10-ლარიან დანამატს 50 ლარამდე გაზრდის. არადა 2019 წლის ბიუჯეტის პირველ პროექტში, რომელიც პარლამენტმა 2 კვირის წინ განიხილა – მსგავსი არაფერი ეწერა. 1$ ამჟამად 2.75 ლარია.
როდესაც “ევროპული საქართველო” მუდმივად აყენებდა არა მხოლოდ სოციალური დახმარებების, არამედ ასაკობრივი და შშმ პირების (როგორც პირველი, ისე მეორე ჯგუფის) პენსიის ზრდის საკითხს, “ქართული ოცნების” პასუხი იყო: რას მოვაკლოთ?
ახლა ვეკითხები: კარგია, რომ ბავშვის დანამატს ზრდით. და რას აკლებთ?
ანუ თურმე შესაძლებელი ყოფილა ბიუჯეტის ხალხის საკეთილდღეოდ გადალაგება და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგი იმითაცაა კარგი, რომ “ქართული ოცნება” ამაზე აიძულა.
მაგრამ (!)
მხოლოდ სოციალური ხარჯის ზრდა ფასების ზრდის სახიფათო სპირალში უფრო ღრმად შეგვიყვანს (ისე შესულები ვართ “ქართული ოცნების” წყალობით), თუ ამის პარალელურად არ გვექნა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც უნდა იყოს ლარისა და ფასების სტაბილურობის, უმუშევრობის შემცირების და სიღარიბის დაძლევის მთავარი ფაქტორი. ამას გადასახადების დაწევა და “ქართული ოცნების” მავნებლური რეგულაციების გაუქმება სჭირდება.
ამას კი – დიახ, მართალი ხართ – ახალი და კომპეტენტური პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა.
ამიტომაც უნდა დამარცხდეს “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.“

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა არჩევნებს არ უკავშირდება
შემდეგი სტატიალონდონში, Sony Music-ის შტაბ-ბინაში ორი ადამიანი დაჭრეს