ზურაბ აბაშიძე: გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ ერთიანად მივიღეთ და ამის შესახებ „ფეისბუქზე“ არ დამიწერია

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანა მივიდეს არჩევნებამდე

გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ ერთიანად მივიღეთ და ამის შესახებ „ფეისბუქზე“ არ დამიწერია, – ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ პარტიული საქმიანობა დაასრულა.

„ამ პარტიაში ამოვწურე ჩემი თავი. ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე, ბევრი ვიშრომე. დღეს მივეცით ასპარეზი ახალ ხალხს, ვისაც აქვს სურვილი გააგრძელოს პარტიული ცხოვრება. ეს არის ჩემი არჩევანი. დღეს არ მინდა ვიყო პარტიული. რას გავაგრძელებ, როგორ გავაგრძელებ, ამაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა მჭირდება დრო, რომ დავისვენო. არჩევნები ჩავატარე. მომავალ ჩემს გეგმებზე და მომავალ საქმიანობაზე, რა ამპლუაში მოვევლინები საზოგადოებას, ამაზე გექნებათ ინფორმაცია. გადავწყვიტეთ ერთიანად, „ფეისბუქიდან“ არ დამიწერია პარტიიდან წასვლის საკითხი. მოვედი, რადგან პარტიას ვცემ პატივს, რადგან მე ვარ ამ პარტიის ერთ-ერთი შემქმნელი და დამფუძნებელი“, – განაცხადა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიშვედეთი სირიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს
შემდეგი სტატიატოკიოს ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი