ზურა ჯაფარიძე: შეუძლებელია ამ ხალხმა მოითმინოს კიდევ 4 წელი ამათი მმართველობა, იქნება ახალი არჩევნები

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს იმ მოთხოვნების დაკმაყოფლება, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე ისმის.

ჯაფარიძე ამბობს, რომ პროტესტი არ გაჩერდება. ის დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები აუცილებლად დაინიშნება:

დღევანდელი აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ მთავრობას რომ ეძახის თავს და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს რომ ამ ქვეყანაშ არის ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი, რომლებსაც წაართვეს თავის არჩევანი.

თუ დღვანდელი დღე და ეს რაოდენობა არა, პროცესი აიძულებს, შუძლებელია გააგრძელო ქვეყნის ნორმალურ პირობებში მართვა, როც ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში და ამას ემატება პოლიტიკური კრიზისიი” ამბობს ჯაფარიძე.

ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს დღეს საღამოს 8 საათამდე მისცა ვადა და პოლიტიკური მოთხოვნები გაახმაურა.

banner
წინა სტატიაშიგურამ ჩალაგაშვილი: ივანიშვილი გვეუბნება, რომ მის შემდეგ იქნება ბერა და მერე ზებრა
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი: გაგრძელდება აქციები, იქნება კიდევ უფრო მძაფრი პროტესტი, რევოლუცია არ იგეგმება