გურამ ჩალაგაშვილი: ივანიშვილი გვეუბნება, რომ მის შემდეგ იქნება ბერა და მერე ზებრა

პარტია “გამარჯვებული საქართველსო” წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა რუსთაველზე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მისულ მხარდამჭერებს მიარმთა. ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი წერს არჩევნების იმ შედეგს, რაც მას უნდა და ხელისუფლებაში ყოფნას აპირებს მანან სანამ ცოხალი იქნება.

“დღეს ივანიშვილმა, მაშინ პროპორციული არჩევნები წაგვართვა დღეს ის გვეუბნება, რომ არჩენვები საქართველოში აგერ უნდა ჩატარდეს იმიტომ, რომ მას უჭირავს ხელში პასტა და ფურცელი და რასაც უნდა იმას დაწერს. ივანიშვილი გვეუნბენა, რომ მანამ ცოცხალი იქნება ის უნდა იყოს ხელისუფლებაში, მერე უნდა იყოს ბერა, მერე ზებრა და ასე შემდეგ. 30 წლის წინ აქ მდგომმა ადამიანებმა მოიპოვეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ამას გვართმევს დღეს ივანიშვილი, ეს უნდა, რომ წაიღოს მაგრამ არა ამას ვერ იზამს, იმოტმ, რომ დღეს არის ძალიან დიდი ერთობა,” – ამბობს გურამ ჩალაგაშვილი.

გურამ ჩალაგაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ივანშვილს შეახსენა – 8 საათამდე აქვს დრო, რომ თამარ ჟვანიასთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება.

“სამი საათი გაქვს ივანშვილო, რომ გონს მოეგო, რომ მოხვიდე და თქვა, რომ დანიშნულია ახალია რჩევნები, რომ ჟვანია და მისი მინები აღარ არიან საარჩევნო ადმინისტრაციაში, რომ ყოველ დღე აქ არ უნდა დაიჭირო ბიჭები ტყუილად,” – თქვა ჩალაგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: გაიგონეთ თქვენი ხალხის ხმა, გაქვთ დრო რვა საათამდე
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე: შეუძლებელია ამ ხალხმა მოითმინოს კიდევ 4 წელი ამათი მმართველობა, იქნება ახალი არჩევნები