ზუკა ბერძენიშვილი: ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია

აქცია „სირცხვილია“-ს წევრი ზუკა ბერძენიშვილი წერს, რომ ის ემზარ კვიციანს უსტვენდა, რის შემდეგაც მას დეპუტატმა ხელი დაარტყა და წააქცია. ის პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს.

ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ამის შესახებ პოსტს აქვეყნებს. „timer.ge“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია. პასუხი არ გავეცი და პოლიციას მოვუწოდე დაეკავებინა. არ დააკავეს. ისევ დამარტყა. ისევ არ გავეცი, ისევ მოვუწოდე, ისევ არ დააკავეს და ისევ დამარტყა. ახლა ინაშვილმა პარლამენტთან კონტრაქცია დააანონსა და ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას და ღირსებას! ესეთი ქვეყანა გვაქვს ამ წუთებში“ – წერს ზუკა ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტთან გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენის გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. დეპუტატ კვიციანსა და მათ შორის ინციდენტი მოხდა.

 

 

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა
შემდეგი სტატიაშსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო