ზუგდიდში თურქეთის მოქალაქეს მანქანა მოჰპარეს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე  თურქეთის მოქალაქეს ომერ დემიროკს პარკინგზე გაჩერებული ავტომანქანა “ნისან ნავარა” მოჰპარეს. ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. თურქეთის მოქალაქე პოლიციის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მინდინარეობს , რაც ქურდობას გულისხმობს.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშივასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა