,,ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა…მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა”

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლე, ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრა რულოვსს არჩევნები პრაქტიკულად მოგებული აქვს.

„თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციას პრაქტიკულად ყველაგან აბსოლუტური უპირატესობა აქვს. ყველა გამოკითხვა, ხალხის განწყობა ამაზე მეტყველებს. რად გინდათ გამოკითხვა, რა გამოკითხვა გჭირდებათ, რომ გაიგოთ – ხალხი არის გაბრაზებული, გამწარებული. ასობოთ ათასი ადამიანი ტოვებს საქართველოს. ზუგდიდში სანდრას აქვს წარმოუდგენელი უპირატესობა და როგორ შეიძლება, არ ჰქონდეს. ერთი მხრივ, არის მსოფლიოში ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ოჯახის წევრზეა საუბარი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი, საქართველო. მეორე მხრივ, არის მძარცველი, რომელსაც ეზიზღება საქართველო და, რომელმაც იქ ერთ-ერთ კანდიდატად დააყენა მორიგი, თავისი გოდორი, მორიგი თავისი შნირი. ამ სიტუაციაში, სანდრას ეს არჩევნები პრაქტიკულად, უკვე მოგებული აქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივის დროს.

banner
წინა სტატიაშიახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია,, ეს არ არის შენი დუქანი საქართველო… ჩვენ ყველანი უნდა დავმობილიზირდეთ”-სააკაშვილის მიმართვა