ზუგდიდში პური 10 თეთრით გაძვირდა

ზუგდიდში პური 10 თეთრით გაძვირდა, ამჯერად პურის ფასმა 10 თეთრით მოიმატა, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ გამყიდველები. ისინი ამბობენ, რომ პური ხელოვნურად მხოლოდ ზუგდიდში გაძვირდა და ამ პროცესში ადგილობრივ საცხობებს ადანაშაულებენ. გამყიდველების თქმით, ისედაც გაუსაძლის პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის 10 თეთრით ზედმეტის გადახდა მტკივნეულია და მყიდველები აღარც შემოდიან.
„რატომ უნდა გააძვირონ აქ პური, როცა ქუთაისიდან დღეს დილით შემოიტანეს დაბალ ფასად…აღარ ავიღებთ ამ პურს და ავიღებთ ქუთაისის პურს, ისედაც უჭირს ხალხს და კიდევ მომატება უნდა? ვითხოვთ, რომ ისევ 60 თეთრზე დარჩეს ფასი“- ამბობს გამყიდველი. პურის ფასის მომატებას აპროტესტებენ მყიდველები, რომლებიც ამბობენ, რომ გაძვირდა ყველაფერი და ცხოვრებაც გაუსაძლისი გახდა.

banner
წინა სტატიაშისოლოლაკში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ქვაფენილი ეწყობა
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელიამ კორონა ვირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა