ზუგდიდში ორ ქვეითს მანქანა დაეჯახა – ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – კოსტავას ქუჩაზე მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან. ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ.

დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ის დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მიმდინარეობს დადგენა, იმყოფებოდა თუ არა ნასვამი ავტომანქანის მართვისას.

 

https://youtu.be/nPr7CBA74b8

banner
წინა სტატიაშირუსებმა კადიროვის ერთ-ერთი ბანდიტი დააკავეს (ვიდეო)
შემდეგი სტატიავალერი მელაძე: ვოცნებობ მშვიდობაზე