ზუგდიდში ნიკოლაძის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტებს შლიან

ზუგდიდში,ე.წ. სვანეთის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჩხოუშის მარჯვენა სანაპიროზე, ნიკოლაძის ქუჩაზე გარე ვაჭრობის ობიექტებს შლიან.

როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, მიზეზი უნებართვო საქმიანობა და ამასთან ერთად კორონავირუსის პირობებში გაზრდილი საფრთხეა.

“ისინი წინასწარ გაფრთხლებულები იყვნენ,აღნიშნულ ტერიტორიაზე იდგნენ უნებართვოდ. და აქვე დავსძენთ,რომ არ იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები”,-განმარტავენ სამსახურში. იქ მომუშავე მცირე მეწარმეები,რომლებიც პირდაპირ ქუჩაში ხილს,ბოსტნეულს და სოფლის პროდუქტებს პირდაპირ ქუჩაში ყიდდნენ, სამართალდამცველებს ჯიხურების დაშლის ნებას არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლები

banner
წინა სტატიაში„ქართული ლუდის კომპანია“, თიბისის მხარდაჭერით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით ამარაგებს
შემდეგი სტატიასაკრებულოს უმრავლესობის წევრები დღეს კიდევ 300-ზე მეტ ოჯახს დაეხმარებიან