„ქართული ლუდის კომპანია“, თიბისის მხარდაჭერით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით ამარაგებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2020 15:49

„ქართული ლუდის კომპანია“, თიბისის მხარდაჭერით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით ამარაგებს

მნიშვნელოვანი

  • „ქართული ლუდის კომპანია“, თიბისის მხარდაჭერით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით ამარაგებს

სხვა სტატიები

„ქართული ლუდის კომპანია“, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე დღეისათვის მოქმედ ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მომუშავე პერსონალს „ზედაზენის“ პროდუქციით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს აჭარბებს.

თიბისი აღნიშნულ ინიციატივაში პროგრამის – #თიბისიშენთვის ფარგლებში ჩაერთო, რომელიც COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა და მისი მიზანი ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

„მიგვაჩნია, რომ ერთიანობა და ასევე ქართული კომპანიების ინიციატივები, მნიშვნელოვანია არსებული ვითარების დასაძლევად. სწორედ ამიტომ, თიბისისთან თანამშრომლობით, იმ ადამიანების დახმარებას და პროდუქციით მომარაგებას ვიწყებთ, რომლებიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ, რისკის წინაშე დგანან და ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ – „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი – კახაბერ კოტრიკაძე.

„თიბისის და ჩვენი კორპორატიული პარტნიორების თანამშრომლობა მნიშნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. პროგრამის – #თიბისიშენთვის ფარგლებში მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ როგორც ბიზნესსექტორთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არსებული საჭიროებების შესაბამისი ზომების მისაღებად.“ – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი – ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 10, 2020 15:49

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics