ზუგდიდში დაჭრილის დედა – პოლიციამ გაფრთხილების გარეშე ესროლა

ზუგდიდს მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან შსს-ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციისას მამა-შვილი დაიჭრა. 19 წლის პაპუნა ძანძავას დედა ამბობს, რომ მათ კონტრაბანდისტული სიგარეტი ჰქონდათ, თუმცა პოლიციამ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნა.

“ჰქონდათ, ორი ყუთი ჰქონდათ, თამამად ვამბობა ამას, არ მაქვს არანაირი საშველი, მაქვს ბანკის ვალები, ვართ მრავალსულიანი ოჯახი, არავინ არ გვეხმარება, თავის გადასარჩენად ჩემმა ბავშვმა წამოიღო ორი ყუთი. არ ვიცი რას ელოდებოდნენ სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება, მიახტა ტვირთჩამოკიდებულ ბავშვს, დააგდო და ესროლა ტყვია.

ერთი საათი მინდორში იწვნენ, ვეხვეწებოდი, აგრესიულები არიან აფხაზეთის პოლიციელები”, – თქვა დაჭრილის დედამ.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური – აშშ-ის საელჩომ თქვა ზუსტად ის, რის გამოც გახარიას გუნდმა მხარი არ დავუჭირეთ ამ ცვლილებებს
შემდეგი სტატიაამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 15 325 ადამიანია დარეგისტრირებული