ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას შსს-მ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას შსს-მ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას სახლში, ასევე მისი ნათესავების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.

სამართალდამცველები სპეცოპერაციას უკვე რამდენიმე საათია აწარმოებენ. ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ერთ-ერთი ნათესავის სახლიც გადაიღო, სადაც ცოტა ხნით ადრე ჩხრეკა ჩატარდა. სახლის შესასვლელი კარი დალეწილია, ხოლო ნივთები არეული.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უცნობია, ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი. ასევე უცნობია, მოხდა თუ არა ესებუას დაკავება, როგორც ამას მთავარი არხი ამბობდა. უცნობია ისიც, იმყოფებოდა თუ არა სამხედრო (ბადრი ესებუა) იმ ლოკაციებზე, სადაც სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

banner
წინა სტატიაშიშსს: დანაშაულზე ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხელს უშლის გამოძიების პროცესს და საპოლიციო ღონისძიებებს
შემდეგი სტატიაბადრი ესებუას ძმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს