ზუგდიდში აფთიაქი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე აფთიაქი „ნეოფარმი“ დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, აფთიაქი დაახლოებით ერთი საათის წინ ერთმა ნიღბიანმა დააყაჩაღა. წაღებულია 250-მდე ლარი.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მისი კონტრაქტორი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს