ზუგდიდში 107-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წინ საცხოვრებელ სახლში ფულს არიგებდნენ (ვიდეო)

ზუგდიდში, 107-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წინ დაძაბულობა იყო. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ინფორმაციით, უბნის მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელ სახლში ფულს არიგებდნენ და ჰქონდათ სიები. ამის შემდეგ, ისინი ტერიტორიაზე ისე შევიდნენ, რომ არ თქვეს, საიდან იყვნენ და იქ აღმოაჩინეს სიები. სწორედ ამან გააღიზიანა აღნიშნულ სახლში მცხოვრები ადამიანები.

თეა დარასელია, რომელიც ერთ-ერთი მაცხოვრებელი და დამკვირვებელია ქართული ოცნებიდან, ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ნამდვილად ჰქონდა სიები, სადაც ამომრჩევლის სახელი, გვარი და ფოტოები იყო.

“შემოიპატიჟა დედაჩემმა, არ იცოდა, ვინ იყო. პირდაპირ შემოვიდნენ ოთახში. მაგათ უფლება არ აქვთ, რომ შემოვიდნენ. რა გინდათ მეთქი რომ ვკითხე, სიები გვინდაო, თორე შენ ვინ ხარო. ჯერ ერთი, შეურაცხყოფის უფლება არ აქვთ… არაფერი არ იყო, სახელი, გვარი იყო ამომრჩევლების. არაფერს არ ვნიშნავდით, იქიდან, ცესკოდან, ჩვენი იმიდან მოიტანეს ეს და არაფრის ჩანიშვნა და არაფერი არ იყო”, – თქვა მან. ჟურნალისტის დაზუსტებაზე, ცესკოდან ვინ მიუიტანა მას სიები, აგრძელებს:

“მოსახლეობის სია, აღწერის სია. ხომ უნდა აიღწეროს მოსახლეობა?”

ჟურნალისტი მას, ასევე ეკითხება, იყო თუ არა სია ფოტოებით, რაზეც თეა დარასელია ეუბვნება, რომ იყო ფოროებიც და “რა არის მერე ამაში…?”

https://youtu.be/RFUk57X4Oeo

banner
წინა სტატიაშიმელია – დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი “ოცნებამ” წააგო
შემდეგი სტატიასენაკის მე-18 საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრი გაიყვანეს და 40 წთ-ის შემდეგ დააბრუნეს