მელია – დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი “ოცნებამ” წააგო

“დანამდვილებით შემიძლია უკვე გითხრათ, რომ თბილისი “ქართულმა ოცნებამ” წააგო. წააგო დიდი სხვაობით, აგებს ბატონი კალაძეც თბილისს. თბილისის მერობის ნაწილშიც და პარტიულ ნაწილშიც… ოპოზიცია პარტიულ ნაწილშიც მნიშვნელოვნად უგებს, საკრებულო თავიდან ბოლომდე აქვს წაგებული. უმრავლესობით მოდის თბილისში მმართველობაში ოპოზიცია და თბილისის მერობის ნაწილშიც ვიმარჯვებთ. მნიშვნელოვანია, ვინც კი არ მისულხართ არჩევნებზე, ან ვერ მოახერხეთ, ან ახლა აპირებთ, მივიდეთ. ყველა ჩვენს მეგობარს, ოჯახის წევრს, ახლობელს დავურეკოთ შევეხმიანოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, – ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – მოუთმენლად ველით, ვიხილოთ ხმის დათვლისა და შედეგების გამოცხადების გამჭვირვალე, მშვიდი პროცესი
შემდეგი სტატიაზუგდიდში 107-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წინ საცხოვრებელ სახლში ფულს არიგებდნენ (ვიდეო)