ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო

კვორუმის არარსებობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით გადაიდო. გადაწყვეტილების შესახებ სხდომის უხუცესმა თავმჯდომარე კონსტანტინე უბერმა გამოაცხადა.

საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი იყო, სხდომა გრძელდებოდა და ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა გიგა ფარულავა დაასახელა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ არც კანდიდატურას დაასახელებს და არც კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

ფრაქცია „ზუგდიდი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ საკრებულოს წევრები ენმ-დან და „ქართული ოცნებიდან“ სხდომის ჩაშლასა და კრიზისის გაღვივებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიფოტოფაქტი – ჩასარიცხი აპარატი მოსახლეობამ ჩხოროწყუში ხეზე ჯაჭვით მიაბა
შემდეგი სტატიაელისაშვილი – შერიგების პროცესს სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გიორგი ვაშაძეს შევურიგდი