რუსულ კანონს ზუგდიდის მერიასთანაც აპროტესტებენ. ამ წუთებში სამოქალაქო საზოგადოება მუნიციპალიტეტის შენობასთან აქცია მართავს და მერიის თანამშრომლებისთვის, ვინც რუსულ კანონს ემხრობა, სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავს. შენობიდან ჯერჯერობით არავინ გამოსულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.