ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს 13 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს 13 პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა COVID 19-ზე კვლევა. ცამეტივე პაციენზე უარყოფითი პასუხებია მიღებული. გამოკვლეულ იქნა ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენრებში, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი პაციენტები.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიახვალიდან ზუგდიდში COVID 19-ზე მედიკოსების კვლევები დაიწყება