ხვალიდან ზუგდიდში COVID 19-ზე მედიკოსების კვლევები დაიწყება

ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას განცხადებით, ხვალიდან  COVID 19-ზე ლაბორატორიაში მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევები დაიწყება.

“ხვალიდან დავიწყებთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევას და ამას მოყვება კიდევ სხვა ეტაპები ანუ იმ რისკ ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა”,-ამბობს ლელა ქაჯაია.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს 13 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოსთვის მიუღებელია ამ საქართველოს ყოფილი მოქალაქის და კრიმინალის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამგვარ მაღალ თანამდებობაზე ყოფნა