ზუგდიდის 95-ე უბანზე მყოფი ერთ-ერთი ქალი ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ზუგდიდის 95-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „რუსთავი 2“- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მოქალაქე ქეთევან სორდია დაუპირისპირდნენ.

როგორც სორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკა გვარამია მას ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე „ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელშიც ჩუსტები ჰქონდა, გამოართვა და ძირს დააყრევინა“.

„ნიკა გვარამიამ მითხრა, სიები გაქვსო, ამოიღე რა გიჭირავს ხელშიო. ასევე მკითხა, აქ რატომ დგახარო, რაზეც ვუთხარი, რომ მე ვარ მოქალაქე და ვდგავარ აქ. ამ დროს დამეჯახა და წამართვა პარკი, ასევე გადმომიგდო სათვალე. ვაი, იმ სამეგრელოს, ესენი რომ შემოუშვა“, – განაცხადა სორდიამ.

თავის მხრივ ნიკა გვარამიამ კი განაცხადა, ქალბატონი „ქართული ოცნებიდან“ მოგზავნილი პროვოკატორია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ვითარების განმუხტვას გარშემომყოფები ცდილობდნენ.

თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ აღნიშნულ ქალბატონს „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული უწოდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის N9 უბანთან დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიადიდი დაძაბულობაა, თავად კომისიის თავმჯდომარე გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით და კომისიის გარკვეული წევრები