ზუდგდიდის ინფექციურ საავადმყოფოშიმამაკაცი გადმოიყვანეს ,რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება

გვიან ღამით ,ზუდგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ხობის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი გადმოიყვანეს ,რომელსაც აღენიშნებოდა ცხელება. ის რამდენიმე კვირის წინ ბებიასთან იმყოფებოდა გალის რაიონში,ხოლო მანამდე მამიდასთან სოფელ დრანდაში.ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით,მას აქვს აფხაზეთში მოგზაურობის ერთთვიანი ისტორია.

“იგი 29 მარტიდან საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა . მას გადმოყვანისას აღენიშნებოდა ცხელება.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩაუტარდა შიდა კვლევები, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გაიგზავნება თუ არა მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში “,- აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონიავირუსით ინფიცირებული ორი პირი რჩება,67 წლის მამაკაცი,რომელსაც თურქეთში,ხოლო 50 წლის ქალს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

banner
წინა სტატიაშიბელარუსსა და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნებამდე დროებითი თავშესაფარი მისცეს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება