ზონალური პარკირების ფასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები

რა თანხა დაწესდება ზონალური პარკირებისთვის ამ საკითხზე მომავალ კვირას დარგის სპეციალისტებთან ერთად ვიმსჯელებთ და შევჯერდებით ყველაზე ოპტიმალურ ვერსიაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განუცხადა.

„ზონალური პარკირების ფასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები. ამიტომაც მომავალ კვირაში გაიმართება საკრებულოში განხილვები დარგის სპეციალისტებთან ერთად და შევჯერდებით ყველაზე ოპტიმალურ თანხაზე, რომელიც ერთის მხრივ მიგვაღწევინებს ჩვენს მიზანს: შეზღუდავს ინდივიდუალური ტრანსპორტით გადაადგილებას, მეორეს მხრივ მოსახლეობას ძალიან მძიმე ტვირთად რომ არ დააწვეს, მათი სოციალური მდგომარეობა გათვალიწინებული უნდა იყოს“, – განაცხადა დავითულიანმა. მისივე თქმით, ზონალური პარკირების საპილოტე პროექტი ზაფხულიდან ამოქმედდება ისიც მხოლოდ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის ) და მის მიმდებარე ქუჩებზე.

,,ზონალური პარკირება მოიცავს რამდენიმე კრიტერიუმს: პირველი ეს არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს და გარშემო არსებული ფართების მესაკუთრეებს, მეორე განვსაზღვრავთ ფასს, რომელიც ჯერ დადგენილი არ არის, მესამე მთავარი მიზანი და არსი არის ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კერძო ავტომობილების მოხმარება ცენტრალურ უბნებში, მოვხსნათ გადატვირთულობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პარალელურად ამ საპილოტე პროექტს დაემატება შესაბამისი გადატვირთული ქუჩები. სარეკლამო მანქანები დგას მთელი ლესელიძის ქუჩაზე თუ დააკვირდებით და მინიმუმ ეს მანქანები არ უნდა იყვნენ იქ“, – დასძინა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიჩატარდა სპეცოპერაცი ჩემი აყვანის, თუმცა ამის არავითარი საჭიროება არ არსებობდა – ზვიად კუპრავა
შემდეგი სტატიაენერგეტიკა ის დარგია, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან