“ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობა, რომ მოიპოვოს რაღაც პრივილეგიები ივანიშვილის კარზე, არის უპასუხისმგებლო საქციელი”

ზოგიერთი პოლიტიკოსის მცდელობა, რომ მოიპოვოს რაღაც პრივილეგიები ივანიშვილის კარზე, არის უპასუხისმგებლო საქციელი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრების მთავრობაში შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

გიორგი კანდელაკი „თავისუფალი დემოკრატების“ ამომრჩევლებს მიმართავს, რომ მეორე ტურში მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირონ.

„იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას დაუჭირეს მხარი, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პრივილეგიის და თბილი ადგილის მოპოვების პერსპექტივა, მათ ჩვენ და სხვა პროდასავლური ძალები მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ მეორე ტურებზე და ხმა მისცენ ქვეყნის უკუსვლის, ივანიშვილის ხელში აბსოლუტური ძალაუფლების კონცენტრაციის და შემდგომი რეგრესის წინააღმდეგ”, – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული თოვლის გამო “თბილსერვის ჯგუფი” საგანგებო რეჟიმში მუშაობდა
შემდეგი სტატიაბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთქვევა მოხდა