გურჯაანის გამგებელმა პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გივი გერგიძემ თავისი პირველი მოადგილე, გუჯა გიორგაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, ამის მიზეზი გამგებლის კანონით მინიჭებული დისკრეციული გადაწყვეტილებაა.

“გამგებელს, კანონი აძლევს უფლებას, რომ დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება და მოტუვაციის დასახელების გარეშე, ნებისმიერი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლოს. ბრძანება გუჯა გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, 20 მაისს არის დაწერილი და ამავე დღიდან ძალაშია შესული”, – აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი, ზვიად ბიაშვილი.

გუჯა გიორგაძის თქით, გამგებელმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც ის ბიულეტენზე იმყოფებოდა.

“ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მე 20 მაისიდან ბიულეტენზე ვიმყოფები. რა მიზეზით მიიღო გამგებელმა ეს გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია, რადგან არასოდეს მიმიღია მისგან წერილობითი საყვედური და მითუმეტეს გაფრთხილება. დეტალებს ბიულეტენიდან დაბრუნების შემდეგ გავარკვევ” – აცხადებს გუჯა გიორგაძე.

გუჯა გიორგაძე „ქართული ოცნების“ წევრია და ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ 2013 წლიდან მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: სპორტსმენები, რომლებიც კორცხელში იყვნენ, ჩვენი მხარდამჭერები არიან
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ლაშა ბერულავა სკანდალურ ფოტოს აქვეყებს