ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე უკრაინის გმირად შერაცხეს

ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე უკრაინის გმირად შერაცხეს

xonxadze1გუშინ, 21 მარტს ჟურნალისტ მიროსლავ ღონღაძის მეუღლეს უკრაინის უმაღლესი ჯილდო “გმირის ვარსკვლავი” გადასცეს.
დღეს 22 მარტს მოკლული ჟურნალისტის ცხედარი კიევში ნიკოლოზის ტაძარის ტერიტორიაზე გადაასვენეს.

წარმოშობით ქართველი, უკრაინელი ჟურნალისტი; გატაცებული და მოკლული იქნა 2000 წელს. ღონღაძის სიკვდილთან დაკავშირებული გამოძიება გადაიზარდა ხმაურიან სკანდალში და პროტესტებში მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ. ღონღაძის მკვლელების ძებნა დღემდე მიმდინარეობს, თუმცა მის სიკვდილთან დაკავშირებული ორი ადამიანი დაპატიმრდა 2005 წლის მარტში, ხოლო მესამე 2009 წლის ივლისში. მისმა ქვრივმა, მიროსლავა ღონღაძემ და მათმა შვილებმა მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცხოვრობდნენ ამერიკაში 2001 წლამდე. ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია №1645, რომელშიც მოუწოდა უკრაინის პროკურატურას გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა გიორგი ღონღაძის მკვლელებისა და მკვლელობის ორგანიზატორების საპოვნელად.

2005 წლის 23 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ღონღაძეს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის აეროპორტში ტერორისტის გვამი იპოვეს კალაშნიკოვთან ერთად
შემდეგი სტატია(video)პირველი აფეთქება დილის რვა საათზე განხორციელდა