ჟოზეფ ბორელი – ყველა პარლამენტარს მოვუწოდებ, დოკუმენტს ხელი მოაწერონ

მივესალმები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის გუშინ მიღწეულ შეთანხმებას. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელი მოუწოდებს ყველა პარლამენტარს, მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერონ, პარლამენტში შევიდნენ, რათა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს.

„ყველა პარლამენტარს მოვუწოდებ, ხელი მოაწერონ, შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, რათა ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმება შესრულდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატიაანა ფოტიგა – გუშინდელი მრავალპარტიული შეთანხმება არის საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ გადადგმული ნათელი ნაბიჯი