ჟიგიმანტას პავილიონისი: რუსეთის მიმართულებით წასვლას ირჩევენ თუ დასავლეთის

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი “ქართული ოცნების” მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და მთავრობას ეკითხება, რუსეთის მიმართულებით წასვლას ირჩევენ თუ დასავლეთის.

ამ თემაზე მან კომენტარი “მთავარ არხთან” ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველანი იზიარებენ იმედგაცრუებას, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

“ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას, ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსახვავებული ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ს გევრდით ყოფნა ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია – ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ.

თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსთვის რეფორმებს, ადგილობრივ არჩევნებს და ქვეყნის განახლების საკითხებს შეეხება, მისი გაუქმება პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ შეიძლება”, – თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შარლ მიშელის ძალისხმევა უპრეცედენტო შემთხვევა იყო და საქართველოს მთავრობამ ეს უნდა დააფასოს.

ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშითიბისი დაზღვევა – აზღვევ ყველაფერს, რაც განერვიულებს
შემდეგი სტატიავიოლა ფონ კრამონი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება გაუადვილა