ჟენევის დისკუსიების შემდეგ რუსეთმა ოფიციალური კომენტარი გაავრცელა

დღეს ჟენევის კონსულტაციების 45-ე რაუნდი დასრულდა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ დისკუსიებთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს კომენტარი გაავრცელა, რომელსაც “თაიმერი” სრულად გთავაზობთ:

“9-10 ოქტომბერს ჟენევაში ამიერკავკასიის საკითხებზე მორიგი კონსულტაციები გაიმართა, რომელიც მიმდინარე წელს თავის მე-10 წელს აღნიშნავს. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლებმა გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეობით. რუსეთის დელაგაციას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გ.ბ. კარასინი ხელმძღვანელობდა.
აფხაზეთის, საქართველოს, სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე სიტუაციის განხილვისას, მონაწილეთა უმეტესობამ აღნიშნეს იქ არსებული სტაბილურობა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით პრობლემის უქონლობა. ამავე დროს, ერთდროულად გამოითქვა მხარდაჭერა გალსა და ერგნეთში ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის მექანიზმების არსებობაზე.
ტრადიციულად, აზრების გაცვლა გაიმართა ძალის გამოუყენებლობის შესახებ. მხარეები პრინციპულად ვერ შეთანხმდნენ 2008 წლის შეთანხმების ინტერპრეტაციაზე, ასევე, ამიერკავკასიაში უსაფრთხოების მიღწევის გზებზე საუბარზე კონსესური ვერ შედგა.
რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ისევ გამოთქვეს შეშფოთება რეგიონში ნატოს გაძლიერებული მონაწილეობით, ასევე, საქართველოში რ.ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობაზე.
რუსულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს მოუწოდა უზრულველყონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო არენაზე წვდომა, პირველ ყოვლისა, გაეროში, სადაც ჟენევის დისკუსიის პრობლემები განიხილეს.
შეხვედრის მხარეებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელების შინაარსიანი მოხსენება მოისმინეს საკუთარი სახელმწიფოების წარმატებებზე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, მათ შორის, ინფრასტრუქტურაზე, გზების მშენებლობებზე, ახალი საბავშვო დაწესებულებების, სკოლებისა და საავადმყოფოების გახსნაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მასშტაბურ დახმარებას ამ მუშაობაში, რაც სრულიად აცამტვერებს პროპაგანდისტულ შაბლონს “ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მოსახლეობის ტანჯვაზე” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში, რომელიც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა საცხობს, რომელმაც უარი განაცხადა გეი-ქორწილისთვის ტორტის გაკეთებაზე
შემდეგი სტატიაშემოდგომის ბრიტანეთი (ფოტო)