ჟენევაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს

უსაფრთხოების გაძლიერების ფონზე შვეიცარიელმა სამართალდამცველებმა ჟენევაში ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ისინი სირიის მოქალაქეები არიან.

მანქანაში, რომლითაც დაკავებულები გადაადგილდებოდნენ, პოლიციამ ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იპოვნა.

ჟენევის პროკურატურა პარიზის ტერაქტების საქმეზე სულ 4 ეჭვმიტანილს ეძებს. ამის გამო ჟენევაში ტერორისტული საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს.

banner
წინა სტატიაშითბილისი ახლო აღმოსავლეთის პროვინციულ ქალაქს დაემსგავსა – არქიტექტორებს შენიშვნები აქვთ
შემდეგი სტატია23-ე ბატალიონი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია