ჟანა ასანიძე: მე ვაჟკაცი ხელმძღვანელი მყავდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობიდან წასვლას აღნიშნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ჟანა ასანიძე სოციალური ქსელით ეხმაურება.

 

,,ეს წამია, მის კაბინეტში შევედი… ბოლო დავალება შევასრულე, სამთავრობო ტელეფონზე დავრეკე… ოთახს, სადაც ყუთებში ჩალაგებული მისი პირადი ნივთები ეწყო, თვალი გადავავლე…დილით უარი ვთქვი, მისთვის ეს ნივთები ჩამელაგებინა, თუმცა გოგოებმა ჩაალაგეს…მხოლოდ წიგნები მიაქვს… ვიდექი კაბინეტის შუაგულში და ვფიქრობდი, ნეტავ, ეს საქმეები, რაც აქ დაიგეგმა, წარმატებით გაგრძელდეს… რამდენი უძილო ღამე გათენებულა ამ ოთახში, რამდენი კარგი გეგმა და იდეა წამოყენებულა, რამდენი იმედი გაჩენილა, რამდენი გზა მოძებნილა, რამდენი ეროვნული რეპლიკა წამოსროლილა, რამდენი პრობლემა განხილულა და რამდენი გადაჭრილა… მთელი 10 თვე ვიჯექი ამ ოთახში მასთან და მის გუნდთან ერთად და მეამაყებოდა ვაჟკაცი წინამძღოლი. ერთხელ რაღაც პრობლემა იყო და მითხრა-,,ჟანა, სიძლიერე გღალატობსო” და ვუპასუხე-,,როცა ვხედავ, როგორი ძლიერი მეთაური გვყავს, ქვასავით მაგარი და მამაკაცივით შეუდრეკელი ვხდები, შემოგხედავ და შენზე ვეწყობით ყველა-თქო”… მას მერე სულ მეგონა, რომ მაგალითს გვაძლევდა…წუხელაც ასეთი იყო აქ, ამ ოთახში….შეუდრეკელი, საქმიანი, მეომარი, ვაჟკაცური….მე არ ვიცი და არც მაინტერესებს მისი წარსული, არც ის, ვის უყვარდა და ვის-არა. მე ვიცი, როგორი იყო თათბირებზე, როგორი ხელმძღვანელი იყო, როგორ ზრუნავდა ყველაზე განურჩევლად…
ახლა ვდგავარ მის ოთახში და ვფიქრობ…. ყველაფერი დროებითია…თავადაც იცოდა და ხშირად იმეორებდა, რომ თანამდებობა და სკამი არასდროს იზიდავდა, ეს მისი სტილი არ იყო….დაამტკიცა….ყველაფერი წარმავალი ყოფილა…. ვაჟკაცობის გარდა….
მე ვაჟკაცი ხელმძღვანელი მყავდა….”- წერს ჟანა ასანიძე სოციალურ ქსელში. 

banner
წინა სტატიაში“საქართველო რუსეთთან ვიზების გაუქმებას მიაღწევს”
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 200 სახლი შეისყიდა