“საქართველო რუსეთთან ვიზების გაუქმებას მიაღწევს”

„ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, უმოკლეს ვადებში საქართველო რუსეთთან ვიზების გაუქმებას მიაღწევს, რის შემდეგაც ევროპაში წასვლაზე ნაკლები მოთხოვნილება იქნება.

 

ბაღათურიას თქმით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, მაგრამ „გადაგდების“ მიზეზების მოძებნაც შეიძლება.
“ზოგადად, თუ ვიმსჯელებთ, საქართველო ვიზალიბერალიზაციაზე უკვე შეთანხმებულია ევროკავშირთან, როცა ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. ახლა, მიზეზის მოძებნა, „გადაგდებისთვის“ ბევრი შეიძლება, მათ შორის, ისეთი მიზეზების, როგორიცაა ყოფილი ხელისუფლების დამნაშავე წევრების დაპატიმრება, ვაჭრობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე, ვაჭრობა არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. თუ ვიზების გახსნა ევროპას უნდა, გახსნას, წინააღმდეგ შემთვევაში, უმოკლეს ვადებში, საქართველო რუსეთთან ვიზების გაუქმებას მიაღწევს და შემდგომში ევროპაში წასვლაზე ნაკლები მოთხოვნილება იქნება“, – აღნიშნა ბაღათურიამ „პირველ პრესკლუბში“.
პოლიტიკოსის განმარტებით, ევროპის სახალხო პარტია მიკერძოებულია და ზოგიერთი მისი წევრი კორუფციულად საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაა დაკავშირებული.
banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაჟანა ასანიძე: მე ვაჟკაცი ხელმძღვანელი მყავდა