უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სხვა განკარგულებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანილოვის ადგილზე დანიშნა საგარეო დაზვერვის მეთაური, ოლექსანდრ ლიტვინენკო.
უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი.