გაეროს სანქციების მიუხედავად რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდება დაიწყო

ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი გაეროს სანქციების მიუხედავად რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისთვის პირდაპირ დაიწყო ნავთობის მიწოდება. სანქციები 2017 წელს დაწესდა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ. ამის შესახებ Financial Times წერს.

სატელიტური ფოტოებიდან გამომდინარე, რომლებსაც თავდაცვითი კვლევების სამეფო გაერთიანებული ინსტიტუტი (RUSI) ავრცელებს, მიმდინარე თვეს რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნის ჩრდილოეთ კორეის როგორც მინიმუმ ხუთი ტანკერი ეწვია ნავთობპროდუქტების მისაღებად.

როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, შარშან აგვისტოში ჩრდილოეთმა კორეამ დაიწყო რუსეთისთვის ამუნიციის მიწოდება, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. RUSI-ის მონაცემებით, პორტი ვოსტოჩნი ასევე სატრანზიტო პორტად გამოიყენება გემების მიერ, რომლებიც იარაღის მიწოდებაში მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა!