ზელენსკი: თუ ხვალ ნატოში გაწევრიანებას შემოგთავაზებენ, გავწევრიანდებით, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ მოხდება

„თუ ხვალ ნატოში გაწევრიანებას შემოგთავაზებენ, გავწევრიანდებით, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ მოხდება. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ამიტომაც ჩვენთვის უსაფრთხოების იმ გარანტიებს ავაშენებთ, რომელიც ჩვენ დაგვიცავს. ისედაც შეგვიძლია თავი დავიცვათ. ეს უკვე გვესმის. თუმცა, ყველა ადამიანის დაცვა – ეს უფრო რთული ამოცანაა“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტს არ სჯერა რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების დაცვის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში – “ჩვენ გვესმის, რომ ყველაზე მძლავრ შეთანხმებას რომ მოვაწეროთ ხელი, რუსეთი ორ წელიწადში შეიძლება, დაბრუნდეს” განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისთვის, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს არ მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: “არ დაგელაპარაკები”, დღეს ყველაზე მარტივია
შემდეგი სტატიარუსი სამხედროები, რომლებიც ბუჩაში ხოცავდნენ და აწამებდნენ მშვიდობიანი მოქალაქეებს უკრაინაში ბრუნდებიან