ზელენსკი საუბრობდა NATO-ში შესვლის გადაფიქრებაზე, მას თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვს – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც იმეორებს, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო. მისივე მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც საუბრობდა ნატოში გაწევრიანების გადაფიქრებაზე.

“დღემდე არ მესმის საერთოდ ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა თავისთავად. რა იყო ამის საფუძველი დღემდე მართლა საერთოდ არ მესმის. არის შემთხვევები, როდესაც მესმის, რომ აწყობთ სპეკულირება და რაღაც შეიძლება საბაბი ჰქონდეთ ამისთვის, აქ საბაბსაც კი ვერ ვხედავ, მოხდა უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.

თქვენ გახსოვთ, გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა ნატოში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა, ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს, ან პრემიერს ან მე ან სხვას, რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – პასუხისმგებლობით განმსჭვალული ყველა ადამიანის ვალია, ისაუბროს სიმართლე, ვისაც სურს, საქართველომ მიიღოს სტატუსი, დაკავებული იქნება ჩვენი ქვეყნის საფუძვლიანი რეკლამირებით
შემდეგი სტატიარუსეთს მოსწონდა წინა ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს ნული პროგრესი – კობახიძე