ზელენსკი – სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ვეღარ იქნება დაკავებული ომით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სამხედროები, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას აპირებენ, არ უნდა იყვნენ დაკავებული ომით. ამის შესახებ მან ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ის ვეღარ იქნება დაკავებული ომით. თუ თქვენ ომს მართავთ იმის გათვალისიწნებით, რომ ხვალ თქვენ პოლიტიკით ან არჩევნებით დაკავდებით, მაშინ სიტყვებით და წინა ხაზზე თქვენ მოქმედებთ, როგორც პოლიტიკოსი და არა როგორც სამხედრო. მიმაჩნია, რომ ეს დიდი შეცდომაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდნეტის აზრით, ასეთ შემთხვევაში სამხედროებმა შესაძლოა, დაუმორჩილებლობა გამოავლინონ, ეს კი, უკრაინის ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის.

„ზალუჟნის და ბრძოლის ველზე მყოფი ყველა მეთაურის მიმართ მთელი პატივისცემით, არსებობს იერარქიის სრული გაგება და არ შეიძლება იყოს ორი, სამი, ოთხი, ხუთი. ომის დროს ამის განხილვაც კი შეუძლებელია. ამას არ მივყავართ ერის ეთიანობისკენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით პირველი მასშტაბური სამიტი – Ad Summit Tbilisi 2023 გაიმართა
შემდეგი სტატიაკობახიძე – ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტური ღიაობა, ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიცის ქმედება