კობახიძე – ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტური ღიაობა, ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიცის ქმედება

ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროცესი იქნება გახსნილი. ჩვენ 12 პუნქტის ფარგლებში შევთავაზეთ ოპოზიციას, ჩართულიყვნენ პროცესში, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციისთვის კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობაზე.

„კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება. ასევე, იქნება სხვა სუბიექტებთანაც თანამშრომლობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ხვალაც არის დაგეგმილი საკმაოდ მასშტაბური ღონისძიება, რომ შესააბამისი საკითხები განვიხილოთ. ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტური ღიაობა, ვნახოთ, როგორი იქნება ოპოზიცის ქმედება“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – სამხედრომ თუ გადაწყვიტა, დაკავდეს პოლიტიკით, ეს მისი უფლებაა, მაშინ ის უნდა წავიდეს პოლიტიკაში და ვეღარ იქნება დაკავებული ომით
შემდეგი სტატიაკობახიძე – დავით გარეჯთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების დამოკიდებულება მოღალატეობრივი რომ იყო, ეს ცალსახად ჩანს