ზელენსკი მზადაა პუტინს სტამბოლში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან სტამბოლში ან ანკარაში შეხვედრაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

ერდოღანმა ზელენსკის განზრახვები პუტინს უკვე გადასცა.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ასეთი შეხვედრის გამართვა, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება სიტუაციაზე. თურქეთი მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს, თურქეთის ლიდერი გააჟღერებს ანკარის წინადადებებს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად.

„თურქეთი ამჟამად არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ერთდროულად ისაუბრონ როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან. ვიმეორებ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს, ჩვენ ვერ დავტოვებთ რუსეთს და უკრაინას. ამიტომ, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეგვიძლია გადავდგათ მხარეების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანაზე, მაგრამ განსაკუთრებით, რუსული მხარის დასარწმუნებლად“, – განაცხადა კალინმა.

banner
წინა სტატიაში​მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) Facebook-ზე წერს, რომ მზად არის უკრაინიდან 30 ბავშვი მშობლებთან ერთად მიიღოს
შემდეგი სტატიაAnonymous: რუსული FSB-ს ვებგვერდი გათიშულია