ზელენსკი – აშშ-ის მადლობელი ვართ ახალი და ძლიერი სანქციების დაწესების გამო, ეს არის ის, რაც საჭიროა

მადლობელი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების დაწესების გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების ძალა – მსოფლიოს ძალაა.

„რუსული და არამხოლოდ რუსული სუბიექტები, რომლებიც აგრესიაზე მუშაობენ, ახლა აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს არის ის, რაც საჭიროა. სანქციების ძალა – მსოფლიოს ძალაა. ამ მიზნით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. გაერთიანებული მსოფლიო მხოლოდ უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სანქციებმა უნდა იმუშაონ ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს გვერდის ავლის შესაძლებლობა.

აშშ-მა სანქციები დააწესა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში ეხმარებიან.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს – ვერ დაგვარწმუნეთ, რომ 23 მილიარდი რომელიც დაიხარჯა ბიუჯეტიდან, იყო გამოყენებული ეფექტიანად
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა