უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რამდენი ადამიანი იღუპება უკრაინაში. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თუ კონგრესი კვლავ შეაყოვნებს დახმარების პაკეტს, მაშინ ეს პოლიტიკურ საკითხად შეიძლება, ჩაითვალოს.
„ეს პოლიტიკური საკითხია. არავინ ფიქრობს, რამდენი ადამიანი კვდება უკრაინაში ყოველდღე. ისინი მხოლოდ საკუთარი რეიტინგით არიან დაინტერესებულები. ამაშია საქმე. მათ ავიწყდებათ, რომ გარდაცვლილ ხალხს არ აინტერესებს რეიტინგები. თუ უკრაინა დაეცემა და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყანასთან იქნება ომი, მაშინ აშშ-ს სამხედროები დაიცავენ მათ და დაიღუპებიან. ეს არის ის, რაც მოხდება. კონგრესში მყოფი ადამიანები ორჯერ უნდა დაფიქრდნენ მსგავს პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერას ეხება და მხარი უნდა დაუჭირონ ყველა იმ ქვეყანას, რომელთა არსებობაც დამოკიდებულია დახმარებაზე“, – ამბობს ზელენსკი.